Wednesday, January 09, 2008

ისევ აქ დავბრუნდი...

ისევ აქ დავბრუნდი, პერიოდულად წელიწადში ერთხელ ხომ შეიძლება ვესტუმრო საკუთარ თავს და საზოგადოდ განვმარტოვდე, როგორც ადრე ვთქვი?

...რაღაც მინდოდა დამეწერა... გუშინ გამახსენეს რომ თურმე ვწერდი, ოდესღაც... რაღაცას... და, ისევ ვიგრძენი დაუკობელი სურვილი სიტყვებს შევჭიდებოდი... მაგრამ მხოლოდ სურვილი რომ არ კმარა? ულმობელია დრო - სურვილი დარჩა, აზრები - გაქრა. აწვალე ფიქრები რამდენიც გინდა...

რამე შეიცვალა? ალბათ არა, მაგრამ სიმშვიდეში არაფერი ხეირიანი რომ არ იქმნება, ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდი... ისე, ვცრუობ, შეიცვალა - გარემოებები. ის, რაც ადრე მაღელვებდა იმდენად რომ რაღაცას მაწერინებდა, კვლავაც მაღელვებს, მაგრამ ვერაფერს ვეღარ მაწერინებს... ბანალურად მეჩვენება? გაცვეთილად? თუ მეშინია სხვების აზრის? სხვების აზრი, ყოველთვის ნაკლებად მაღელვებდა - დამარცხენული კომპლექსების უკუეფექტი. ბანალურად მეჩვენება თავად მე და არა ვინმე სხვას? შესაძლოა, განმეორება ცოდნის დედაა, მაგრამ ამასთანავე გაუფასურებასაც "ემშობლება"...

რაღაც ახალი მინდა, ტვინის უჯრედებს კვლავაც რომ ამიმუშავებს ისეთი...

მატერიალური პრობლემები უკვე გამოვიარეთ ერთხელ, ნავთის ქურაზე იგივე "კერასინკაზე" შემოდგმულ ცარიელ ტაფაზეც ვთბებოდით უკვე, თბილი გადასაფარებლის ქვეშ ფანრითაც ბევრი გვიკითხია, ფეხითაც გვივლია თვეების განმავლობაში ნებისმიერ ამინდში უნივერსიტეტამდე რამდენიმე კილომეტრი, ასეულ-გვერდიანი წიგნებიც გვიკონსპექტებია გაყინული თითებით ფურცლების ნაგლეჯებზე, პურის რიგებშიც გავითევია ღამეები კოცონის ირგვლივ, ავტომატიც მოუბჯენიათ, ელექტროენერგიაზეც გვიოცნებია, წყალზეც, ცხელ წყალზეც, გაზზეც, მშვიდობაზეც ... ეს ყველაფერი უკვე იყო და რადგან იყო, აღარ განმეორდება, თუ სასწავლი იყო რამე, ცხოვრებამ უკვე მოგვცა ამის საშუალება ერთხელ...

არამატერიალური პრობლემები? ეგეთებიც იყო... შეცდომებიც იყო, კომპრომისებიც... ყველაფერი გამიზნული, მაგრამ ყოველთვის მიზანში როდი მოხვედრილი... ზოგიც გაცნობიერებული, ზოგიც ვერ ან არ აღქმული...

...და რა ვისწავლე? კარგი კითხვაა... დუმილი? არა, დუმილი ვერ ვისწავლე, გრძელი ენა მაქვს დღემდე. დაფიქრება? რაც მეტს ვფიქრობ და დაჟინებით, მით მეტ შეცდომებს ვუშვებ, ეს თუ შედეგებით ვიმსჯელებთ... ანუ გააჩნია "შეცდომად" რას აღვიქვამთ და როგორ - უბრალოდ ქმედების შემდეგით მივანიჭებთ სტატუსს თუ ჩანაფიქრით...

რამდენი დავწერე მატერიალურზე და არამატერიალურზე როგორ ჩავიგუბე პირში წყალი... რა ადვილია წერა იმაზე, რასაც შეიძლება ხელით შეეხო და რა რთულია იმის გამოხატვა, რაც ტვინის ხვეულებში გიფუთფუთებს, და ეს უფორმო, ბოლომდე ვერგაცნობიერებულ-აღქმული გაცილებით მეტ პრობლემებს გიქმნის ვიდრე თუნდაც შიმშილის შეგრძნება.

მოკლედ... გვინდა რამე ტვინის და ემოციების აღმრევი... ანუ ამაფორიაქებელი... ახალი ცოდნის მომცემი და ასევე ახალი, ჯერ უცნობი (ჩემთვის რა თქმა უნდა) ემოცია, მოვლენა... რამე...

12 Comments:

Blogger Dv0rsky said...

საახალწლო მინორია ეგ, და მეტი არაფერი :)

მანქანა ხომ დაქრის მაგრად? :)

09 January, 2008 16:41  
Anonymous Anonymous said...

:) ჩემდა სამარცხვინოდ, მართვის მოწმობა ვერ ავიღე ჯერ, გამოცდებს უნდა პატიოსნად ჩაბარება, ახლა კი ამინდია საშინელი მაგ საქმისთვის :) შენსკენ რა ხდება? :)

09 January, 2008 19:55  
Blogger Dv0rsky said...

ჩემსკენ მოწყენილობაა :)

10 January, 2008 00:37  
Blogger Nemo said...

რათა მერე? შენ არ გინდა რამის შეცვლა თუ ისვენებ უბრალოდ ჯერ?

10 January, 2008 00:41  
Blogger Dv0rsky said...

მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ ჯერ :)

10 January, 2008 00:44  
Blogger Nemo said...

მოახერხებ ;)

10 January, 2008 00:53  
Blogger Nemo said...

მხოლოდ ახლა ვნახე :(

25 March, 2008 23:18  
Blogger BlackICE said...

и ты тут, и ты брут

05 April, 2008 23:31  
Anonymous Jeux De Dora said...

ვნახაავთ რამეეს = )))

აბა რას ვიზამთ = ))


შენაც წარმატებები ))

22 February, 2011 21:45  
Anonymous erectile said...

Hi there, I enjoy reading all of your post. I like to write a little comment to support you.

25 November, 2020 07:02  
Anonymous online erectile dysfunction prescription said...

It's genuinely very complex in this active life to listen news on Television, therefore I just use web for that purpose, and get the newest information.

25 November, 2020 08:17  
Anonymous ed pills online said...

Way cool! Some very valid points! I appreciate you penning this write-up and the rest of the website is really good.

25 November, 2020 10:04  

Post a Comment

<< Home